fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! 22 აპრილიდან საჯარო ტრანსპორტის მუშაობის განრიგი იცვლება

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენში საჯარო ტრანსპორტის მუშაობის განრიგი იცვლება. 22 აპრილიდან დაფიქსირდება ცვლილებები გადაადგილების დროებთან დაკავშირებით.

კერძოდ, მეტროს 1-ლი ხაზი (ელექტრო მატარებელი/ტრენო) 05:30 საათიდან 23:30 საათამდე და იმოძრავებს ყოველ 10 წთ-ში ერთხელ, ხოლო დანარჩენ სამუშაო საათებში ყოველ 15 წთ-ში ერთხელ.

მეტროს მე-2 და მე-3 ხაზებზე მატარებლები 09:00 საათამდე იმოძრავებენ ყოველ 10 წუთში ერთხელ, 09:00-დან 17:00 საათამდე ყოველ 7 წუთში ერთხელ, ხოლო 17:00 საათის შემდეგ კვლავ 10 წუთში ერთხელ. შაბათიდან ორშაბათის ჩათვლით მთელი სამუშაო დღის მანძილზე მატარებლები ყოველ 10 წუთში ერთხელ გამოივლიან.

ტრამვაი 22 აპრილს 05:30 საათიდან 22:00 საათამდე იმოძრავებს ყოველ 12 წუთში ერთხელ, ხოლო დანარჩენ საათებში ყოველ 15 წუთში ერთხელ. შაბათიდან ორშაბათის ჩათვლით იმოძრავებენ ყოველ 15 წთში ერთხელ.

პარასკევს ავტობუსები და ტროლეიბუსები იმუშავებენ შაბათი დღის გრაფიკით, ივლიან გაცილებით ნაკლები სიხშირით, კვირის დღეებთან შედარებით. უნდა აღინიშნოს, რომ დიდ შაბათს მუშაობას 22:00 საათიდან შეწყვეტენ.

აღდგომის კვირასა და ორშაბათს ისინი კვირა დღის გრაფიკით იმუშავებენ და მათი მოძრაობის სიხშირე კიდევ უფრო ნაკლები იქნება.

onalem

ტესტ