fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა – გარდაცვლილია 32 ადამიანი, უმეტესობა სტუნდენტია

გუშინ ღამით ლარისაში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. 23:00 საათის შემდეგ თესალონიკი-ლარისას მიმართულებით მოძრავი მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ, შედეგად გარდაიცვალა 32 ადამიანი, დაშავებულია მინიმუმ 85, ხოლო როგორც მედია იუწყება, გარდაცვლილთა შორის უმეტესობა სტუნდენტია.

ადგილიდან სულისშემძვრელი კადრები ვრცელდება, სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, როგორც მაშველები ამბობენ ვაგონებიდან მხოლოდ გარდაცვლილები გამოჰყავდათ, რადგან გადარჩენილები თავს თავად შველოდნენ.

“მდგომარეობა ტრაგიკულია. ბევრი გარდაცვლილია, ღამის 01:15 საათამდეც კი, ჯერ ყველა დაღუპული არ გვყავდა გამოყვანილი. მინდორშიც ვიპოვეთ 4-5 ადამიანი, რომელთაგან არცერთი იყო ცოცხალი. შეიძლება ითქვას, რომ გარდაცვლილთა 80% 30 წელს ქვემოთ არის, ყველა ახალგაზრდაა,” ამბობს ერთ-ერთი.

ირკვევა, რომ ცხედრების ამოცნობა ლარისას საავადმყოფოში ხდება, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ისინი ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ ამოცნობაც ჭირს, რადგან ვაგონებს ცეცხლი გაუჩნდათ.

იხილეთ კადრები:

onalem

ტესტ