fbpx
საბერძნეთი

ტრაგედიის გამო ათენის მეტროს ყველა ხაზის თანამშრომლებმა გაფიცვა გააუქმეს – ტრანსპორტი ჩვეულებრივად იმუშავებს

გავრცელებული ინფორმაციით, ლარისაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ათენის მეტროს ყველა ხაზის თანამშრომლებმა გამოცხადებული გაფიცვა გააუქმეს.

ცნობილი იყო, რომ 18:00 საათამდე იმუშავებდა მეტროს მე-2 და მე-3 ხაზებიი, თუმცა, აღნიშნული გაფიცვაც გაუქმდა და მეტროს ჩვეულებრივად იმუშავებს მთელი დღის მანძილზე.

ასევე მუშაობს 1-ლი ხაზიც, რომელსაც წესით 14:00 საათზე უნდა დაეწყო მუშაობა.

მეტროს თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო.

 

onalem

ტესტ