fbpx
საბერძნეთი

დაუჯერებელი, მაგრამ “ბერძნული” ამბავი: მამაკაცს დენის გადასახადი 35.357 ევრო მიუვიდა

როგორც მედია იუწყება, ეს ამბავი შეუფერებელია ადამიანებისთვის, რომლებსაც გულის პრობლემები აქვთ… ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდით, როდესაც დენის ქვითარს გახსნიდით და ზედ ათასობით ევროს დაინახავდით?!

როგორც ირკვევა, წარმოუდგენელი, მაგრამ “ბერძნული” შემთხვევა დრამაში მოხდა, სადაც ოფისის მეპატრონემ ელ. ენერგიის ქვითარი გახსნა და წაიკითხა, რომ 35.357 ევრო ჰქონდა გადასახდელი.

აღსანიშნავია, რომ ამ ოფისის ფართობი 45 კვადრატული მეტრია, ხოლო თანხის რაოდენობა განსაზღვრული იყო 29 დღეზე.

“მივედი ქვითრების გადასამოწმებლად და დავინახე თანხის ეს რაოდენობა, კიდევ კარგი, რომ იუმორით გავუმკლავდი ამ ყველაფერს. ხუმრობად ჩავთვალე. შემდეგ დავუკავშირდი ΔΕΗ-ს წარმომადგენელს, რომელმაც ამიხსნა, რომ სავარაუდოდ ტექნიკური პრობლემა იყო და მათ დაუშვეს შეცდომა. იყვნენ ადამიანები, რომელთაც გადასახადი 40.000-50.000 ევრო მიუვიდათ. ამ ზომის ოფიში ამდენ დენს ფიზიკურად ვერ დავხარჯავდი,” ამბობს მამაკაცი.

onalem

ტესტ