fbpx
საბერძნეთი

სუსხიანი დღეების შემდეგ ისევ გაზაფხული საბერძნეთში – მომდევნო კვირაში კვლავ 20 გრადუსი გველის

როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, საბერძნეთში ახლა “ძალით ზამთარი” გვაქვს და რამდენიმე დღიან სუსხს ვუძლებთ, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში დაბალი ტემპერატურა დიდხანს არ გასტანს, მიუხედავად იმისა, რომ იანვარია.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მომდევნო კვირიდან საბერძნეთში გაზაფხული ბრუნდება, მისთვის დამახასიათებელი მაღალი ტემპერატურით.

უფრო კონკრეტულად, შესაძლოა ორშაბათსა და სამშაბათს გვქონდეს მცირე ნალექი დასავლეთითა და აღმოსავლეთ საბერძნეთში, მაგრამ ამინდი ნელ-ნელა გამოსწორდება და კვირის მანძილზე ტემპერატურა 17-19 გრადუსს მიაღწევს, ზოგან კი, 20 გრადუსსაც.

აქვე უნდა აღინიშნოს სინოპტიკოსებს შორის “უთანხმოების” შესახებაც, რომელთა ნაწილიც ხვალ, შაბათს, ათენის ცენტრშიც თოვლს გვპირდება, ხოლო ნაწილი აღნიშნულ პროგნოზს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

თოვა დაფიქსირდა საბერძნეთის ბევრ რეგიონში და საკმაოდ დაბალი ტემპერატურა გვაქვს, მაგრამ ათენის ცენტრში მაჩვენებელი 0-ს ქვემოთ მხოლოდ კვირას, 14 იანვარს ჩამოვა, ისიც გამთენიისას, შუადღეს კი, ჰაერი 10 გრადუსამდე გათბება.

onalem

ტესტ