fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: რეანიმაციაშია 4 წლის ბავშვი, რომელიც მამინაცვალმა სასტიკად სცემა

ბერძნული საზოგადოება შეძრა მეღარაში მომხდარმა შემთხვევამ – 4 წლის ბიჭი საკუთარი 23 წლის მამინაცვლის მხრიდან სასტიკი ცემის მსხვერპლი გახდა, რის გამოც ბავშვი ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაშია. ტელეკომპანია ΑΝΤ-ის სიუჟეტიდან ირკვევა, რომ მამაკაცი სხვა ბავშვებსაც უსწორდებოდა ფიზიკურად.

ბავშვების ბიძა ამბობს, რომ მამაკაცი მეუღლესაც სცემდა და ეს ყველაფერი უკვე სისტემატიური ხასიათის იყო, უნდოდა, რომ პოლიციისთვის შეეტყობინებინა, მაგრამ თავად ქალი არ აძლევდა უფლებას, რადგან ეშინოდა, რომ ბავშვებს დაუხოცავდა. ასევე, იყო შემთხვევა, როცა ბიძა ოჯახის დახმარებას ცდილობდა და მამაკაცმა სახლიდან ესროლა, მაგრამ ტყვიები ააცილა.

4 წლის ბიჭს და-ძმა ჰყავს, რომელთა ასაკიც 8-დან 11 წლამდეა, ისინიც გადაიყვანეს პროფილაქტიკის მიზნით საავადმყოფოში და გაირკვა, რომ 8 წლის ბავშვს ხელის ძვალზე ბზარი აღენიშნებოდა, მას მაშინვე ჩაუტარდა ოპერაცია. ბავშვების დედა აცხადებს, რომ მამაკაცი არაფრის გაკეთების საშუალებას არ აძლევდა და მუდმივად ემუქრებოდა.

ამ დროისთვის პოლიცია 23 წლის მამაკაცის პოვნას ცდილობენ, ექიმები კი, ყველაფერს აკეთებენ, რომ მცირეწლოვანს სიცოცხლე შეუნარჩუნონ, თუმცა, მისი მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია.

onalem

ტესტ