fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

სკანდალი თესალონიკის საბავშვო ბაღში, სადაც ბავშვებმა ნამდვილი ცხენი შეღებეს

თესალონიკის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მასწავლებლებმა ბავშვებს საშუალება მისცეს ნამდვილი ცხენი საღებავებით მოეხატათ.

საზოგადოებაში ბავშვების კრეატიულობისადმი ასეთმა არასტანდარტულმა მიდგომამ დიდი აღშფოთება გამოიწვია. რამდენიმე ადამიანმა ფოტოები სოციალურ ქსელშიც კი განათავსა, წარწერით: ”ეს არის განათლება, რომელსაც ბავშვებს სკოლამდელ დაწესებულებაში უნდა აძლევდნენ? რა მაგალითს აძლევენ მასწავლებლები ბავშვებს? რაც მოხდა, კანონს ეწინააღმდეგება, როგორც ბავშვებთან, ასევე ცხოველებთან მიამრთებაში!”

4039-ე კანონის მე-12 მუხლის თანახმად, ცხოველების მსგავსი მიზნებისთვის გამოყენება სასტიკად აკრძალულია.

ინციდენტის შემდეგ ცხოველთა დაცვის ჯგუფმა განაცხადა, რომ ისინი სამართლებრივ ზომებს მიიღებენ, რათა მომავალში ეს ყველაფერი არ გახშირდეს. სოციალურ ქსელში ფოტოებს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა.


onalem

ტესტ