fbpx
საბერძნეთი

Food Pass – 300 ევროიანი დახმარება მოსახლეობას საბერძნეთის მთავრობისგან – რაზეა საუბარი?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საწვავთან და ელექტრო ენერგიასთან დაკავშირებული დახმარების შემდეგ მოსალოდნელია, რომ საბერძნეთის მთავრობამ კიდევ გამოაცხადოს პროგრამა, Food Pass, რაც მოიცავს დაახლოებით 300 ევროს გადაცემას მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილისთვის, საკვები პროდუქტების შესაძენად. პროგრამა გათვლილი იქნება ხალხის დასახმარებლად, ძირითადი პროდუქტების გაძვირების ფონზე.

აღნიშნული პროგრამის შესახებ უახლოეს მომავალში თავად კირიაკოს მიცოტაკი ისაუბრებს დეტალურად, თუმცა, პირველადი ცნობებით, გათვლილი იქნება 1 მილიონამდე ადამიანზე, რომელიც კონკრეტულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. კრიტერიუმები ძირითადად შეეხება შემოსავალს და თანხა გათვლილი იქნება პენსიონერებზე, ოჯახებზე, დაბალი შემოსავლით, უმუშევრებზე, სოციალურად დაუცველებზე და ა.შ.

ამ საკითხზე ისაუბრა სახელმწიფო მინისტრმა, აკის სკერცომაც და დაადასტურა, რომ პროგრამა სულ მალე შევა მოქმედებაში, თუმცა, დეტალურ ინფორმაციას თავად პრემიერი გაავრცელებს, შესაბამისად, ცნობილი იქნება, თუ როგორ და რომელ პლატფორმაზე უნდა გავაკეთოთ განაცხადი.

მოსალოდნელია, რომ ოჯახები თანხებს მიიღებენ შობამდე.

 

 

onalem

ტესტ