fbpx
საბერძნეთი

“რატომ უნდა მოკლა ქალი, რომელსაც სახლიც არ გაუფორმებია შენზე?!” – მანოს დასკალაკის სიტყვები სახლის პატრონზე, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ

რულა პისპირიგუსა და მანო დასკალაკის გარშემო ვითარება უფრო და უფრო მძიმდება. პატრას პროკურატურამ გასცა ბრძანება, მოხდეს 69 წლის ქალის, ევგენია კუტრას ცხედრის ექსჰუმაცია პატრას ა’ სასაფლაოდან.

საინტერესოა, როგორია თავად დასკალაკის კომენტარი ამ ქალბატონთან დაკავშირებით, რომლის სახლშიც ცხოვრობდნენ და ქირას არ იხდიდნენ იმ პირობით, რომ ვინაიდან ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მოუვლიდნენ და ყურადღებას მიაქცევდნენ.

“რულა მას თავიდან უვლიდა, შემდეგ კიდევ გამოიცვალეს სამი ქალბატონი, სანამ გარდაიცვლებოდა. პენსიას იღებდა, სხვა რაიმე თანხას არ ფლობდა. ჩვენ ქირას ჩვეულებრივად ვუხდიდით, არსებობს ქვითრები და საგადასახადო დეკლარაციებიც, რაც ამას ადასტურებს. ჩვენ მისით არ ვსარგებლობდით. და საერთოდ, რატომ უნდა მოკლა ქალი, რომელსაც შენთვის სახლიც არ გაუფორმებია?!” – ასეთია თავად მანოს განცხადება.

მიუხედავად ამისა, რულას და იუწყება, რომ მანო დასკალაკის 69 წლის ქალბატონისგან ჰქონდა გენერალური მინდობილობა, სახლის გაფორმება კი ჯორჯინაზე უნდოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

 

 

onalem

ტესტ