fbpx
საბერძნეთი

რთული დღე ათენში ოთხშაბათს, 6 აპრილს – იფიცება საჯარო ტრანსპორტის უმეტესობა

ათენში 6 აპრილს მოსახლეობას, გადაადგილების თვალსაზრისით, რთული დღე ელის.

გავრცელებული ინფორმაციით, გაფიცვის გრაფიკი შემდეგია:

ავტობუსები იმუშავებენ მხოლოდ 09:00 საათიდან 21:00 საათამდე.

24 საათის მანძილზე არ იმუშავებენ ტროლეიბუსები, ტრამვაი, მეტროს სამივე ხაზი, იგულისხმება ელექტრო მატარებელიც (ტრენო).

ამრიგად, მოსახლეობას მხოლოდ და მხოლოდ ავტობუსების გამოყენება შეეძლება 09:00-დან 21:00 საათამდე და ცხადია, იმუშავებენ ტაქსებიც.

onalem

ტესტ