fbpx
საზოგადოება

Salt Bae-ს ოქროს ბურგერი, რომელიც 170 ევრო ღირს და 2 მილიონ ევროდ შეფასებული ვილა მიკონოზე

ცნობილი თურქი შეფი, ნუსრეთი, გასული წლის დეკემბერში ცოტამ თუ შენიშნა ათენში ვიზიტისას. მიუხედავად ცნობადობისა, Salt Bae ცდილობს, რომ უხმაუროდ იმოგზაუროს, დაამყაროს პროფესიული კავშირები და შემდეგ ასევე უხმაუროდ გაუჩინარდეს.

ირკვევა, რომ ნუსრეთი მიკონოზე კიდევ ერთი რესტორნის გახსნას გეგმავს და სამთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმება მიაღწეულია. მაისის შუა რიცხვებისთვის კოსმოპოლიტურ მუნძულზე ფუნქციონირებას დაიწყებს კიდევ ერთი რესტორანი, სადაც ფასები ნამდვილად არ იქნება განკუთვნილი “მოკვდავი” ადამიანებისთვის.

როგორც ყოველთვის ამ დაწესებულებაში აქცენტი ხორცის ხარისხზე გაკეთდება და მენიუში იქნება ოქროს ბურგერი, რომლის ფასიც ყველაზე ცოტა 50 ევროდან დაიწყება, ხოლო ყველაზე ძვირი 170 ევრომდე აღწევს. რაც შეეხება ოქროს სტეიკს, ნუსრეთის რესტორანში მის დასაგემოვნებლად 350 ევრო დაგჭირდებათ.

გარდა, ამისა Salt Bae აპირებს, რომ მიკონოზე შეიძინოს 2 მილიონი ევროს ღირებულების ვილა.

onalem

ტესტ