fbpx
კრიმინალისაზოგადოება

საავადმყოფოში კამერების არსებობის შესახებ იკითხა, ექიმებს კი ჯორჯინას სიკვდილამდე უთხრა, რომ მთავარი შეტევა ჯერ არ იყო განვითარებული

როგორც უკვე ცნობილია, დღეს რულა პისპირიგუმ გამომძიებელს პირველი ჩვენება მისცა. 33 წლის ქალი შვილის მკვლელობის ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ის არა დამნაშავე, არამედ მსხვერპლია, რადგან სამი შვილი დაკარგა.

პისპირიგუ ცდილობდა, რომ გაემართლებინა თავისი მდგომარეობა, ცდილობდა აეხსნა, თუ რატომ არის უემოციო და რატომ არ ჰგავს მგლოვიარე დედას: “უკვე ორი შვილი მყავდა დაკარგული, როგორც დედამ, სამივე შვილი დავკარგე და ახლა ციხემდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი მაკლია,” თქვა მან.

ცნობილი გახდა ისიც, რომ 28 იანვარს, ჯორჯინას გარდაცვალებამდე 1 დღით ადრე, რულამ ექიმებს უთხრა: “თქვენ მთავარი შეტევა არ გინახავთ! რაც აქამდე ნახეთ, არაფერია.” პისპირიგუ განმარტავს, რომ ეს სიტყვები ექიმების “შესაშინებლად” თქვა, რომ მეტი ყურადღება მიექციათ ბავშვისთვის, რაც, ცხადია, ლოგიკაში არ ჯდება. ხოლო როდესაც გამომძიებელმა რულას ჰკითხა, რატომ გადაამოწმა ექთნებთან, არსებობდა თუ არა საავადმყოფოში კამერები, მან უპასუხა, რომ ვინაიდან დაფიქსირდა ქურდობის შემთხვევა, უნდოდა, რომ თავისი ნივთების უსაფრთხოებაში დარწმუნებულიყო.

onalem

ტესტ