fbpx
საზოგადოება

“ძალიან ცუდად ვარ, მაგრამ საბერძნეთს არ დავტოვებ, არ მეშინია” – ვიქტორია კარიდა ორი თვის შემდეგ საუბრობს

ცნობილმა მოდელმა გაზეთ ΠΑΡΑΠΟΛΙΤΙΚΑ -სთან მეუღლის, იანის მაკრის მკვლელობიდან ორი თვის შემდეგ საჯაროდ პირველად ისაუბრა. ვიქტორია კარიდა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.

შეგახსენებთ, რომ მაკრი ვულაში მდებარე სახლთან, საკუთარ მანქანაში ჩაჯდომისას ჩაცხრილეს. პოლიცია მკვლელობის მოტივის გამოძიებას ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი ვერსიის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

“ძალიან ცუდად ვარ. ჩემი ადამიანი დავკარგე. ალექსანდრაც (მათი ქალიშვილი) ძალიან ცუდად არის, ის 6 წლისაა და ყველაფერს ხვდება,” ამბობს ვიქტორია.

მან ასევე კომენტარი გააკეთა იმ ჭორებთან დაკავშირებით, რომელთა მიხედვითაც მოდელი საბერძნეთის სამუდამოდ დატოვებას და ავტრალიაში გადასვლას გეგმავს, რადგან შეშინებულია:

“მე საბერძნეთს არ დავტოვებ. რატომ უნდა დავტოვო ჩემი სახლი?! მე არაფრის მეშინია. ვინც ამას წერს და ამბობს, უბრალოდ სულელია.”

onalem

ტესტ