fbpx
საბერძნეთი

ომიკრონის ქვევარიანტი გაჩნდა – რას ამბობენ ბერძენი ექსპერტები დ არსებობს თუ არა პანიკის საფუძველი?!

“მოშვებისა და უყურადღებობის დრო არ არის, რადგან თებერვლამდე დაღუპულთა რიცხვი მაღალი იქნება,” აცხადებს ტორონტოს უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის ბერძენი დოქტორი, იანის პრასა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მეცნიერება ომიკრონის ქვევარიანტზე ალაპარაკდა, რომელიც ახლა ექსპერტების დაკვირვების ქვეშ არის. პროფესორი პრასა მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ამ ვარიანტის გამო ნუ დაპანიკდებიან, რადგან ჯერჯერობით არ არის ცნობილი მისი ზუსტი ხასიათი და ის, თუ რა როლს ითამაშებს პანდემიის კურსის განვითარებაში.

“”ომიკრონთან” დაკავშირებით, შეიძლება ვთქვათ, რომ იღბლიანები აღმოვჩნდით. მეცნიერება მოელის ახალი შტამების გაჩენას და არ არსებობს გარანტია, რომ ისინი სულ უფრო და უფრო მსუბუქი იქნება. როდესაც ჩვენ ვიკეთებთ ვაქცინას და ვცდილობთ მთელი მოსახლეობის იმუნიტეტი შევქმნათ, ვირუსი პარალელურად, გამუდმებით ეძებს გზებს, ანტისხეულებისგან თავის დასაღწევად.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა, ჩანს, რომ “ომიკრონის” შემდეგ გვექნება გარკვეული თავისუფლება, რადგან მუტაციების გაჩენისთვის აუცრელი მოსახლეობის ნაწილი საკმაოდ მცირეა, აცრილთან შედარებით. შესაბამისად, მცირეა ვირუსის შანსებიც. 

“ომიკრონის” ფონზეც კი, ჰოსპიტალიზირებულთა უმეტესობა არ არის ვაქცინირებული. ეს შტამი ისტორიული ფენომენია, რადგან სხვა ენდემური ვირუსებისგან განსხვავებით, შეუძლია 8 კვირაში მოსახლეობის 40% დააინფიციროს, ხოლო ჩვეულებრივი ვირუსი 16 კვირაში მოსახლეობის მხოლოდ 10%-ს სწვდება,” აცხადებს პრასა.

 

onalem

ტესტ