fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ქალს საავადმყოფოდან საავადმყოფოში ამისამართებდნენ მაშინ, როცა მუცლით გარდაცვლილ ბავშვს ატარებდა

შემთხვევა, რომლის შესახებაც ბერძნული მედია იუწყება, შოკისმომგვრელია. საუბარია 41 წლის ქალზე, ლიბანიდან, რომელიც ბოლო 3 წელია კოზანში ცხოვრობს და შესაბამისად, სამედიცინო დახმარებისთვის კოზანის საავადმყოფოს მიმართა.

ირკვევა, რომ მარია მუცლით გარდაცვლილ ჩვილს ატარებდა და ოპერაცია სჭირდებოდა. კოზანის საავადმყოფოში მას დახმარება არ აღმოუჩინეს, უთხრეს, რომ ანესთეზიოლოგი ადგილზე არ იმყოფებოდა. შემდეგ გრევენაში გადაამისამართეს, სადაც უთხრეს, რომ ვერ მოემსახურებოდნენ და პტოლეიმაიდას საავადმყოფოში დაუნიშნეს ვიზიტი, სადაც საბოლოოდ, მაინც ვერ დაეხმარნენ.

მარიას თქმით, ბოდოსაკიას საავადმყოფოში, რომელსაც მან ბოლოს მიმართა, უთხრეს, რომ საჩქარო არაფერი იყო და ოპერაცია არ ჩაუტარდა, შედეგად, ქალი იძულებული გახდა კერძო კლინიკაში მისულიყო. ის 10 დღის მანძილზე ატარებდა მუცლით გარდაცვლილ შვილს.

იხილეთ სპეციალური სიუჟეტი:

onalem

ტესტ