fbpx
საზოგადოება

ევია: აივანზე თავის ჩამოხრჩობა სცადა, თუმცა, თოკი გაწყდა და გადარჩა

ორშაბათს ღამით 48 წლის მამაკაცი სახლის აივანზე თავის ჩამოხრჩობას ცდილობდა, მაგრამ ბოლო წამს თოკი გაწყდა.

როგორც ერთ-ერთი საინფორმაციო წყარო (evialead.gr) გვამცნობს, შემთხვევა ონდათიში (ევია) ორშაბათს ღამით მოხდა. 48 წლის ხალკიდელ კაცს თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა, მაგრამ მთელ მის უბედურებაში, იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან თოკი გაწყდა და გადარჩა.

48 წლის მამაკაცი მარტო ცხოვრობს და თავის მოკვლა წარსულშიც რამდენჯერმე სცადა. გარკვეული ინფორმაციის თანახმად, აღმოჩნდა, რომ რომ მას ფსიქოლოგიური და მატერიალური პრობლემები აქვს.

ის თავის მოკვლას აივანზე ცდილობდა,თუმცა თოკი გაწყდა და იატაკზე დაენარცხა. მეზობლებმა მაშინვე სასწრაფო გამოიძახეს და მამაკაცი ჯერ ხალკიდას, შემდეგ კი ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში, გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს.

ოფიციალური ინფორმაციით,მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

onalem

ტესტ