fbpx
კანონმდებლობა

გადასახადების შემცირება უცხოელთა ბინადრობის ნებართვაზე!

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ლეგალურად ცხოვრების ნებართვის გადასახადების შემცირებაზე განცხადება საემიგრაციო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანმა, იანის ბალაფასმა გააკეთა, რომელმაც პარლამენტს შესწორებები წარუდგინა.

შესწორებაში “ანგარიშების, საფასურისა და ჯარიმების რეგულირება მიღება”, პირველი მუხლი ხელს უწყობს საბერძნეთის კანონმდებლობას, 2017 წლის დეკემბერში ევროკომისიის მიერ საბერძნეთის წინააღმდეგ ფორმალური დარღვევის პროცედურების გახსნის შემდეგ, შესაბამისი გაფრთხილების წერილის გაგზავნით.

კერძოდ, ითვლება, რომ გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც 400 ევრო ღირს და ასევე 150-450 ევრო ცხოვრების ნებართვის მისაღებად, “ლურჯი ბარათი”( μπλε κάρτα) და ლეგალურად ცხოვრების ნებართვა ოჯახის გაერთიანებისთვის, სასწავლებლად თუ კვლევისთვის, არღვევს პროპორციულობის პრინციპს და წარმოადგენს დაბრკოლებას მესამე ქვეყნის მოქალაქეების შესაბამისი უფლებების განხორციელებისთვის, შესაბამისი ევროპული დირექტივების ფარგლებში.

როგორც ათენის საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, გადასახადების ოდენობა, ევროკავშირის დირექტივების საფუძველზე გაცემული ცხოვრების ნებართვის სერიაში, მცირდება.

შერჩეული ვარიანტით, გადასახადების ოდენობა ეთიშება ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადას და ევრო-დირექტივის ფარგლებში, გაცემული ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის მიუხედავად, გამოიყოფა 150 ევროს ოდენობის გადასახადი, რაც 50%-დან 62,5%-მდე მცირდება და დამოკიდებულია ნებართვის სახეობაზე.

“ახალი საფასური იქნება ერთჯერადი, მიუხედავად ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობისა და განისაზღვრება 150 ევროს ოდენობით. საფასურის ოდენობის კრიტერიუმი არის ევროკავშირის საარსებო მინიმუმი, დაახლოებით 683 ევრო და სხვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შემოწირულობის ოდენობა” – განმარტა ბატონმა ბალაფასმა.

რეგლამენტით განახლდა მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ცხოვრების ნებართვის მიღების და საფასურის სისტემა, იმის გათვალისწინებით, რომ აუცილებელია ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნების ადაპტირება და ცხოვრების ნებართვის სისტემის ეკონომიკური წონასწორობის შენარჩუნება.

საემიგრაციო პოლიტიკის საკითხებში , სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ეს გამოიწვევს 14მილიონი ევროს დანახარჯს,რომელიც დაიფარება სხვა კატეგორიების გადასახადების გაზრდით. იმავე შესწორებაში , რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება, არის რეგულაცია გაგრძელდეს ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა მათი სრულწლოვნების შემდეგაც.

ბოლოს, შესწორების მეორე მუხლში განისაზღვრება მესამე ქვეყნის მოქალაქეების წინაშე არსებული ქრონიკული პრობლემა, რომლის მიხედვით, დღემდე ბავშვი დაზღვეულია ერთ-ერთი მშობლის მიერ , სანამ 18 წლის გახდება. როდესაც მათი უმრავლესობა სრულწლოვანი გახდება, მოუწევს ცხოვრების ნებართვის, სწავლის, მეორე თაობის ბინადრობის ნებართვის, ან დამოუკიდებლობის ნებართვის განახლება, მათი დაზღვევა შეწყდება, იმ შემთხვევაშიც კი თუ სადაზღვევო პირობები შეესაბამება ადგილობრივ ბავშვებს. თუ მშობელი ფინანსური კრიზისის გამო არ არის დაზღვეული, გამოყენებული იქნება კანონის 31-ე მუხლის მესამე პუნქტის დებულებები.

onalem

ტესტ