fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ტაქსის მძღოლმა მგზავრს პირბადის გაკეთება მოსთხოვა, ერთი საავადმყოფოში, ხოლო მეორე პოლიციის განყოფილებაში მოხვდა

ტაქსის მძღოლი ამ დროისთვის იპოკრატიოს სახელობის საავადმყოფოშია მოთავსებული მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ კლიენტს პირბადის გაკეთება მოსთხოვა.

ირკვევა, რომ შემთხვევა თესალონიკში მოხდა. ტაქსიში ჩაჯდა მამაკაცი, რომელსაც პირბადე არ ჰქონდა და აქედან გამომდინარე, მძღოლმა თავად შესთავაზა. როგორც ჩანს, მგზავრმა გაიკეთა პირბადე, თუმცა, სულ რამდენიმე წუთით, ტელეფონზე საუბარი დაიწყო და განზრახ ჩამოიწია, თან ყვიროდა.

როგორც დაშავებული ამბობს, მამაკაცს უთხრა, რომ გულზე სერიოზული პრობლემები აწუხებდა და განსაკუთრებით ფრთხილობდა. შემდეგ კი, მოსთხოვა, ან პირბადე გაეკეთებინა ან ტაქსიდან საერთოდ ჩასულიყო.

საბოლოოდ მამაკაცი მანქანიდან ჩავიდა, მაგრამ გარედან დარტყმა დაუწყო, როცა მძღოლმა ეს ყველაფერი გააპროტესტა, მასაც თავს დაესხა.

თავდამსხმელი პოლიციის განყოფილებაში, ტაქსის მძღოლი კი, საავადმყოფოში მოხვდა.

onalem

ტესტ