fbpx
საბერძნეთი

კარანტინის აუცილებლობა თუ სხვა შემაკავებელი ზომები?! – რას გეგმავს საბერძნეთის მთავრობა

“საბერძნეთის მთავრობა არ განიხილავს აუცრელთათვის კარანტინის დაწესებას, მაგრამ თუ პანდემია ასეთი სისწრაფით გავრცელდა, აუცილებელი გახდება სხვა შემაკავებელი ზომების მიღება,” ასეთ განცხადებას აკეთებს ჯანდაცვის მინისტრი, თანოს პლევრი მედიასთან.

“ჩვენი ფილოსოფიაა, რომ ამ შეზღუდვებს არ ექნებათ კარანტინის სახე, არც ადგილობრივი და არც საყოველთაო. ზომები, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ, მიმართული იქნება აუცრელთა მიმოსვლის შეზღუდვისკენ და ამას არ ექნება დასჯის ფორმა. 

პანდემია მძვინვარებს მთელ მსოფლიოში და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. კლინიკებში მყოფთა 85% აუცრელია. ეს ნიშნავს, რომ ვიდრე მსგავსი სიტუაცია გვექნება, შემზღუდველი ზომებიც იარსებებს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აღნიშნული შეზღუდვები არ იქნება სადამსჯელო ღონისძიება, მაგრამ თუ ისინი არ დაწესდება, აუცრელთა არჩევანის გამო აცრილებიც პასუხს აგებენ,” აცხადებს მინისტრი.

onalem

ტესტ