fbpx
საბერძნეთი

ჩრდილოეთ საბერძნეთში ეპიდმდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზეა – აღარ არსებობს თავისუფალი საწოლები

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს ინფორმაციით, ჩრდილოეთ საბერძნეთში ეპიდმდგომარეობა კრიტიკულ ზღვრამდეა მისული.

ირკვევა, რომ პაპანიკოლაუს სახელობის საავადმყოფოში აღარ არსებობს თავისუფალი ადგილი რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტის მოსათავსებლად და ექიმები დრამატულ ვითარებაზე საუბრობენ.

არსებული ცნობებით, საავადმყოფოში 36 სპეციალური საწოლია, ბოლო დღეებში კი, 50 პაციენტი შეიყვანეს, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა. შესაბამისად, მათ არ შეუძლიათ საჭირო დახმარება აღმოუჩინონ თითოეულს.

რაც შეეხება საავადმყოფოს, ΑΧΕΠΑ, რეანიმაცია იქაც სავსეა და არსებობენ პაციენტები, რომლებიც მართვით სუნთქვაზე არიან გადაყვანილი, თუმცა, რეანიმაციული განყოფილების გარეთ, ჩვეულებრივ პალატებში.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების მე-4 ტალღის სიძლიერიდან გამომდინარე, ხვალიდან საბერძნეთში ახალი შემზღუდველი ზომები შედის ძალაში, რომლებიც მხოლოდ აუცრელებს ეხებათ.

 

onalem

ტესტ