fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

ყურადღება! გამკაცრდება თუ არა უსაფრთხოების ზომები საბერძნეთში?!

სოტირის ციოდრასმა ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა საბერძნეთში გადაადგილების აკრძალვის გამკაცრება და ზოგადად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად საჭირო ზომებში დამატებითი ცვლილებების შეტანა, მკაფიო პასუხები გასცა.

“ვხედავ, რომ ძალიან მცირეა მიღებული ზომების გამკაცრების შანსი. იმ ზომების ფარგლებში, რომლებიც სახელმწიფომ უკვე მიიღო, მცირე რაოდენობის გავრცელების შემთხვევები გვაქვს. მაგრამ, ცხადია, თუკი ამ შეზღუდვებს და კანონებს არ დავემორჩილებით და შეცდომებს დავუშვებთ, ორი აზრი არ არის, რომ აუცილებლად დავემსგავსებით სხვა ქვეყნებს,” განაცხადა მსოფლიო დონის ინფექციონისტმა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე შენარჩუნდება, შემდეგ კი, მთავრობა ვითარების შესაბამისად გადადგამს მომდევნო ნაბიჯებს.

აღდგომას არ მოხდება ხალხის შეკრება ეკლესიებში, არც სოფლების მიმართულებით წასვლა იქნება შესაძლებელი.

ამ დროისთვის საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 1.673 შემთხვევა და 70 გარდაცვალება ფიქსირდება.

onalem

ტესტ