fbpx
საბერძნეთი

ინოვაციური აპლიკაცია საბერძნეთში, რომელიც ΕΦΟΡΙΑ-ს სერვისებზე პირდაპირ ტელეფონიდან გაძლევთ წდვომას

საბერძნეთის ციფრული პოლიტიკის სამინისტრომ, საგადასახადო/საჯარო შემოსავლების სამსახურთან (ΕΦΟΡΙΑ) თანამშრომლობის საფუძველზე, წარადგინა ინოვაციური აპლიკაცია, რომელიც ფაქტობრივად, საშუალებას მოგცემთ, რომ ერთ სივრცეში გქონდეთ წვდომა საჯარო შემოსავლების სამსახურის სერვისებზე.

საუბარია აპლიკაციაზე, Myaadeapp, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ მიიღოთ ნებისმეირი სახის ინფორმაცია თქვენს მდგომარეობასთან დაკავშირებით, საჯარო შემოსავლების სამსახურში არსებული დავალიანების ან იმ თანხის შესახებ, რომელიც ორგანომ თქვენ უნდა დაგიბრუნოთ.

ამას გარდა, შესაძლებელია, რომ შეცვალოთ თქვენი მონაცემები, მათ შორის, საბანკო ანგარიშის IBAN, ასევე, გადაიხადოთ არსებული გადასახადები ბანკის ან IRIS-ის საშუალებით.

ასევე, შესაძლებელია, რომ დანიშნოთ ვიზიტები კონკრეტულ ფილიალებში და აღარ მოგიწიოთ სატელეფონო ზარების განხორციელება, ხშირად ამაოდ.

აპლიკაცია წვდომას გაძლევთ ასევე Apodixi-ს სისტემაზე, რაც ქვითრის დასკანერების საშუალებას იძლევა, ასევე, გამოგეგზავნებათ შეტყობინებები, თუკი რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება დაფიქსირდება თქვენს საგადასახადო ვალდებულებებში.

onalem

ტესტ