fbpx
საზოგადოება

“სანტორინი არ არის ლამაზი, არ წახვიდეთ საბერძნეთში, იქ კრიზისია” – სკანდალური ვიდეო ინტერნეტ სივრცეში

ბოლო 24 საათის მანძილზე ინტერნეტ სივრცეში აქტიურად ტრიალებს ვიდეო, რომელიც ერთ-ერთმა ცნობილმა ამერიკელმა ბლოგერმა ჩაწერა და ძირითადად საბერძნეთზე საუბრობს. როგორც 18 წლის ჰეილი ფამი ამბობს, საბერძნეთსა და იტალიაში მოგზაურობა 10.000 დოლარამდე დაუჯდა და მთლიანი ეს თანხა მისთვის უბრალოდ დანაკარგია.

“დარწმუნებით გირჩევთ, რომ არ წახვიდეთ საბერძნეთში. თქვენ არა მხოლოდ გაიძარცვებით ფინანსურად, მთავრობის მიერ, არამედ კარგ დროსაც კი არ გაატარებთ. იქ კრიზისია… სანტორინზე სანაპირო არ არის, ეს უბრალოდ კლდეა და იქ ვერაფერს აკეთებ. ამ ქვეყანაში არაფერია ლამაზი. არც სანტორინია ისეთი, როგორიც სოციალურ ქსელში ჩანს,” ამბობს ბლოგერი.

მის ამ ვიდეოს უარყოფითი გამოხმაურება და დიდი კრიტიკა მოჰყვა, თუმცა, არა ბერძნების, არამედ თავად უცხოელების მხრიდან, რის შედეგადაც იუთუბერმა უამრავი გამომწერი დაკარგა.

 

onalem

ტესტ