fbpx
საბერძნეთი

მას შემდეგ, რაც პოლიციამ იმიგრანტები გამოასახლა, ათენში მდებარე კაფეში პოლიცია ყავას ვერ ყიდულობს

ამბავი, რომელიც ტელეკომპანია SKAI-ს მიერ გაშუქდა, ნამდვილად უცნაურია. დილის გადაცემაში საბერძნეთის პოლიციის ოფიცერთა გაერთიანების პრეზიდენტი, დიმოსთენის პაკოსი იყო მიწვეული, რომელმაც ამჟამინდელ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც უკვე ცნობილია, ათენის ცენტრში, ექსარხიის ტერიტორიაზე, ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად მიმდინარეობს იმიგრანტთა გამოსახლების ოპერაციები, რამაც, სავარაუდოდ, შეცვალა საზოგადოების დამოკიდებულება პოლიციის მიმართ.

პაკოსმა გაზი გაუსვა ინციდენტს, რომელიც ერთ-ერთ კაფეში მოხდა.

“გუშინ, როდესაც ექსარხიაში იმიგრანტთა გამოსახლების ოპერაცია მიმდინარეობდა, პოლიციის ორი ოფიცერი კაფეში შევიდა, რათა ყავა ეყიდა. მათ კი უთხრეს, რომ ყავას ოფიცრებზე არ ყიდდნენ. როგორ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ  “მე ყავას არ ვყიდი”. ჩვენ უნდა გავაცალკევოთ ასეთი ელემენტები პოლიტიკური ცხოვრებისგან,” განაცხადა პაკოსმა.

https://www.facebook.com/anaskopisi/videos/501719577067534/

onalem

ტესტ