fbpx
საბერძნეთი

1 კვირიანი უფასო დასვენება რეთიმნოში გერმანელების ოჯახს, რომელთაც კრეტელები დაესხნენ თავს

გავრცელებული ინფორმაციით, კრეტაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია ორი მამაკაცი, რომელიც გერმანელ ტურისტებს დაესხა თავს და ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ დანით ემუქრებოდნენ. ისინი ღამის 03:00 საათზე საკუთარი ნებით, ადვოკატების თანხლებით გამოცხადდნენ პოლიციის განყოფილებაში და ჩაბარდნენ.

აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრის, ტაკის თეოდორიკაკო, რომელიც აცხადებს, რომ ორივე კრეტელი შესაბამისი მუხლით გასამართლდება და ისინი უკვე მართლმსაჯულების ხელში არიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ მომხდარის გამო, კრეტის ტურისტული სააგენტოების გაერთიანების გადაწყვეტილებით, გერმანელთა ოჯახს 1 კვირიან უფასო დასვენებას სთავაზობენ და მათი კუნძულზე ყოფნის ხარჯებს დაუფარავენ.

onalem

ტესტ