fbpx
საბერძნეთი

ალბანეთის უკანასკნელი “შეფიცული ქალწულები” – ქალები, რომლებიც კაცებივით ცხოვრობენ და ფიცი დადეს, რომ არასოდეს იქორწინებენ

“ალბანეთი იყო პატრიარქალური სამყარო და ერთადერთი გზა გადარჩენისთვის იყო ის, რომ კაცი ყოფილიყავი,” ამბობს ჯისტინა გრიშაი, ქალი, რომელმაც 23 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ მამაკაცი გამხდარიყო, როდესაც ალბანეთის ჩრდილოეთით, მთებში ცხოვრობდა. თუმცა, მისი ცხოვრება ახლაც ასე გრძელდება.

ეს ყველაფერი შეიძლება უჩვეულოდ ჟღერს, მაგრამ ალბანეთის ჩრდილოეთით მდებარე სოფლებში ჯერ კიდევ არსებობს ტრადიცია, სახელად ბურნეშა, რომელიც ნიშნავს, რომ ქალები დებენ ფიცს, რომ არასოდეს დაქორწინდებიან და რომ იცხოვრებენ კაცებივით. ეს ტრადიცია საუკუნეებს ითვლის, ხოლო ქალებს, რომლებიც ამ ფიცს დებენ, “შეფიცულ ქალწულებს” უწოდებენ.

ეს ტრადიცია მე-15 საუკუნიდან იღებს სათავეს, სადაც პატრიარქალური საზოგადოების გამო ქალები ქმრების საკუთრებას ითვლებოდნენ. მათ არ ჰქონდათ უფლება გადაეწყვიტათ საკუთარი ბედი ან აერჩიათ ცხოვრების გზა. “შეფიცულ ქალწულად” გახდომა ნიშნავდა, რომ ქალებს ჰქონდათ საშუალება, თავი დაეღწიათ გარიგებით ქორწინებისთვის და ამავე დროს თავიდან აეცილებინათ სისხლის აღება, რაც ხშირად ხდებოდა ოჯახებს შორის. მათი კანონების მიხედვით, სისხლის აღება იყო ერთადერთი საშუალება ღირსების შენარჩუნებისთვის. ხშირად მუქარები მკვლელობებში გადაიზრდებოდა ხოლმე, რის გამოც “დამნაშავის” ოჯახში მამრობითი სქესის მამაკაცებს ხოცავდნენ.

“მსოფლიოში უამრავი მარტოხელა ქალია, მაგრამ ისინი არ არიან “შეფიცული ქალწულები” . ასეთი ქალი თავს უძღვნის მხოლოდ ოჯახს, სამუშაოს, საკუთარი სიწმინდის შენარჩუნებას,” ამბობს დღეს უკვე 57 წლის ჯისტინა.

საინტერესოა ქ-ნ ჯისტინას დისშვილის, ვალერიანას ინტერვიუც, რომელიც ამბობს: “დღეს უკვე აღარავინ ცდილობს, რომ “შეფიცული ქალწული” გახდეს. დღეს ახალაგზრდა გოგონებს აღარ გვჭირდება, რომ მამაკაცები გავხდეთ, უკეთესი ცხოვრებისთვის. ქალაქებში ბევრი შესაძლებლობაა, ხოლო სოფლებში არსებული მდგომარეობა, დღესაც კი, დამღუპველია.”

მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი რიცხვი ცნობილი არ არის, მედია იუწყება, რომ ამ დროისთვის ჩრდილოეთ ალბანეთში 12 “შეფიცული ქალწულია” შემორჩენილი, 1990 წელს, კომუნიზმის დაცემის შემდეგ, ალბანეთში სოციალური ცვლილებები დაფიქსირდა, რაც ქალთა უფლებების გაზრდას ნიშნავდა.

 

onalem

ტესტ