fbpx
საბერძნეთი

ჯავშნების დიდი რაოდენობა 28 ოქტომბრისთვის – სად ამჯობინებენ წასვლას ბერძნები სამდღიან უქმეებზე

ჯავშნების რაოდენობა, რომლებიც 28 ოქტომბრისთვის საბერძნეთის სხვადასხვა რეგიონებში ფიქსირდება, 95%-ს აჭარბებს. ვინაიდან ეს დღე პარასკევს უწევს, ბერძნების უმეტესობა ქალაქის აურზაურისგან გარიდებას ირჩევს და სამი დღით გარემოს შეცვლას აპირებენ.

შეიძლება ითქვას, რომ ზაფხულის შემდეგ ასეთი აქტიური “გასვლა” შემოდგომაზე პირველად ფიქსირდება, რაც ნიშნავს, რომ ორწლიანი პანდემიის შემდეგ ბერძნული ტურიზმი თავის ტემპს უბრუნდება, არა მხოლოდ საზაფხულო სეზონის, არამედ წელიწადის ყველა დროის მიხედვით.

ტურისტული სააგენტოების მიხედვით ამ ეტაპზე არჩევანი შემდეგ მიმართულებებზე კეთდება ყველაზე აქტიურად:

  • ზაგოროხორია
  • ძუმერკა
  • ცენტრალური საბერძნეთი
  • თესალია
  • პლასტირას ტბა, ტრიკალა
  • კალაბაკა
  • მეტეორა
  • პილიო
  • ევია, დელფი
  • პელოპონისო.

ამას გარდა, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის კუნძული კრეტა და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ბერძენი გაემგზავრება 28 ოქტომბერს, სამოგზაუროდ კი, ვინაიდან ფრენების რაოდენობა კრეტას მიმართულებით საკმაოდ შეზღუდულია, სავარაუდოდ, საზღვაო გზას აირჩევენ.

 

onalem

ტესტ