fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში საათების გადაწევის დრო ახლოვდება – რატომ არ უქმდება დროის ცვლილების ტენდენცია?!

ოქტომბრის ბოლო კვირას საბერძნეთში ზამთრის დროზე გადავდივართ, ისე, როგორც ხდება ყოველ წელს და საათებს 1 საათით უკან გადავწევთ.

ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა, უნდა გაუქმდეს, თუ უნდა შენარჩუნდეს დროის ცვლილების ტენდენცია და ევროკავშირის თითოეულმა ქვეყანამ თავისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

რაც შეეხება საბერძნეთს, ენერგეტიკის მინისტრი, კოსტას სკრეკასი, მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ ჯერჯერობით აღნიშნული ტენდენცია გაუქმებისკენ არ მიდის და წელსაც აუცილებლად უნდა შევცვალოთ დრო.

ამ ყველაფერზე ვფიქრობთ და ვმსჯელობთ, ჩატარდა კვლევები და ახლაც მიმდინარეობს გარკვეული მზადება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციისა და მონაცემების მიხედვით, არ დადგინდა, რომ დროის შეცვლა ან არ შეცვლა რაიმე გავლენას მოახდენს ელექტრო ენერგიის მოხმარებაზე,” აცხადებს მინისტრი.

ამრიგად, როგორც ჩანს, საბერძნეთის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით უცვლელი რჩება და 30 ოქტომბერს საათები 1 საათით უკან უნდა გადავწიოთ, შემდეგ კი, ზაფხულის დროზე დასაბრუნებლად, კვლავ წინ გადმოვწევთ მარტის თვის ბოლო კვირას.

 

onalem

ტესტ