fbpx
კრიმინალი

367 მიმოწერა, რომელთა საშუალებითაც გამოძიება მამაკაცებს ეძებს – 12 წლის გოგონაზე მოძალადეთა რაოდენობა შეიძლება დრამატულად გაიზარდოს

12 წლის ბავშვზე ძალადობის საქმეზე აქტიური გამოძიება გრძელდება. როგორც ირკვევა, არსებობს 367 საეჭვო მიმოწერა, რომელთა საშუალებითაც პოლიცია ცდილობს გავიდეს იმ მამაკაცთა კვალზე, რომლებმაც შესაძლოა გოგონაზე იძალადეს. ეს ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანების რიცხვი, დიდი ალბათობით, დრამატულად გაიზრდება.

იმ მამაკაცთა რაოდენობა, რომელთა ვინაობაც გამოძიებისთვის ცნობილია, სულ მცირე 10-ია, ამ დრომდე კი, საქმეზე დაკავებულია 53 წლის ილიას მიხო, 42 წლის იანის სოფიანიდი, საავადმყოფოს 36 წლის თანამშრომელი, 34 წლის ბიზნესმენი, კიდევ ერთი 33 წლის მამაკაცი და თავად გოგონას 37 წლის დედა.

მიმოწერებში ჩანს, რომ ილიას მიხოს სხვადასხვა “ფასები” ჰქონდა, გოგონასთან დროის გატარების სანაცვლოდ, ზოგისგან 30 ევროს იღებდა, ზოგისგან კი, 200 ევროს. ვიზიტის დანიშვნა ხდებოდა სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, სადაც, სავარაუდოდ, კლიენტებს ხან თავად 12 წლის გოგო სწერდა, ხან კი, ილიას მიხო.

ატიკის პოლიციის მთავარ განყოფილებაში საკუთარი ნებით წარსდგა მინიმუმ 7 მამაკაცი, რომელიც ამბობს, რომ გოგონასთან მიმოწერა ჰქონდათ. ისინი ცდილობენ გამოძიებას დაეხმარონ, რადგან ბავშვს არ შეხვედრიან. ყველა მათგანი თავისუფალია, მაგრამ ჩამოართვეს ტელეფონები, რათა ექსპერტიზაზე გადაიგზავნოს.

onalem

ტესტ