fbpx
საბერძნეთი

ალბანელი მძარცველი სახლში შეიჭრა, სადაც მეპატრონე დახვდა და ფეხში ესროლა – დაკავებული ამბობს, რომ არ უნდა მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა თესალონიკში მოხდა, სადაც 37 წლის ალბანელი მამაკაცი ერთ-ერთ სახლში ძარცვის მიზნით შეიჭრა, თუმცა, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა.

როგორც ირკვევა, სახლში იმ დროს მეპატრონეს ეძინა და როდესაც ძაღლებმა ყეფა დაიწყეს, მამაკაცს გაეღვიძა, მიხვდა, რომ ვიღაც მის საკუთრებაში შეჭრას ცდილობდა, სანადირო თოფი მოიმარჯვა და მძარცველი ფეხში მსუბუქად დაჭრა. ალბანელმა ღობეზე გადაძვრომა სცადა, თუმცა, მიღებული დაზიანების გამო გაქცევა ვერ შეძლო და რამდენიმე ხანში ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციამ დააკავა 39 წლის მამაკაციც, სახლის მეპატრონე, რომელსაც ბრალი იარაღის უკანონო შენახვა/ტარებისა და სხეულის მძიმე დაზიანების მუხლით წაუყენეს. მისი განმარტებით, ის თავდაცვის პოზიციაში იყო და მხოლოდ ამიტომ ისროლა.

რაც შეეხება ალბანელს, მან აღიარა, რომ საბერძნეთში არალეგალურად ცხოვრობს, ქურდობის შემდეგ კი გაქცევას იმ მანქანით აპირებდა, რომელიც 8 ნოემბერს მოიპარა.

37 წლის ალბანელმა საავადმყოფოში ოფიცრებს განუცხადა, რომ არ სურს სახლის მეპატორნის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა და საქმის აღძვრა.

onalem

ტესტ