fbpx
საბერძნეთი

ბერძენმა ქალმა ქმრის ანგარიშიდან 75.000 ევრო დახარჯა, მხოლოდ 1 ევრო დაუტოვა და სხვა მამაკაცთან ერთად წავიდა

ბერძნული მედია ამბის შესახებ იუწყება, რომელიც ფილმის სიუჟეტს ჰგავს, მაგრამ რეალურად მოხდა, ლარისაში. ბერძენმა ქალბატონმა, რომელიც ქორწინებაში იყო, ქმარი საყვარელთან ერთად გაქურდა და ბოლოს სიმბოლურად, ანგარიშზე მხოლოდ 1 ევრო დაუტოვა.

როგორც ირკვევა, ცოლის ღალატი მამაკაცს ჯამში 75.000 ევრო “დაუჯდა”. ის საყვარელთან ერთად დადიოდა რესტორნებში, სასტუმროებში, ყიდულობდა ბენზინს და ასე შემდეგ და ცხადია, ამ ყველაფერში ქმრის საბანკო ბარათს იყენებდნენ, ყველაზე კომიკური კი ის არის, რომ საყვარელმა მას ძვირფასი სამკაულებიც კი უყიდა, მაგრამ რა თქმა უნდა, არა თავისი ფულით.

უცნაურია, მაგრამ თაღლითური ქმედებები მიმდინარეობდა საკმაო დროის მანძილზე და ქმარი ვერაფერს ხვდებოდა, მის ცოლს 2016 წლიდან 2019 წლამდე ჰქონდა პარალელური ურთიერთობა და თან მის ფულს ხარჯავდნენ, მაგრამ იმდენად ოსტატურად ახერხებდა ქალი ყველაფრის გამართლებას, რომ საბოლოოდ, მამაკაცი მაინც თვალს ხუჭავდა. საბოლოოდ, ქურდობას ფარდა თავად ცოლმა ახადა, როცა სახლიდან წავიდა, ყველაფერი წაიღო და ანგარიშიდან დამატებით 10.000 ევრო გამოიტანა. თუმცა, ქმარი შეიბრალა და სიმბოლურად 1 ევრო დაუტოვა.

პოლიციამ მამაკაცის საჩივრის საფუძველზე თაღლითი ცოლი და მისი საყვარელი დააკავაა, ხოლო სასამართლომ 2 წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.

onalem

ტესტ