fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: დამატებით რა თანხა გვეკუთვნის იმ შემთხვევაში, თუკი 28 ოქტომბერს, “ოხის” დღეს ვმუშაობთ?!

წელს 28 ოქტომბერი შაბათ დღეს უწევს და აუცილებელია აღინიშნოს, რომ ეს დღე ყველა თანამშრომლისთვის ოფიციალურად დასვენების დღე არ არის, თუმცა, ვისთვისაც არის (ამას ქვემოთ განვიხილავთ), უნდა იცოდნენ, თუ რა რაოდენობის თანხა ეკუთვნით, გარდა ჩვეულებრივი ხელფასისა.

მოქმედი კანონმდებლობით, თანამშრომლებს, რომლებიც იმუშავებენ 28 ოქტომბერს, ეკუთვნით დამატებით დღიური ხელფასის 75%, თუ მუშაობენ დღიურ ანაზღაურებაზე, ხოლო ისინი, ვინც ხელფასს იღებენ თვიურად, მიიღებენ საათობრივად გამოანგარიშებული ანაზღაურების შესაბამის თანხას დამატებული 75%.

ოფიციალური შვებულების დღის გამოწერა 28 ოქტომბერს დაუშვებელია. უკვე შვებულებაში მყოფი თანამშრომლები აიღებენ ჩვეულებრივ, იმ თანხას, რაც მათთვის ოფიციალურად არის გამოთვლილი, 28 ოქტომბერი არ ჩაითვლება როგორც სამუშაო დღე მათთვის.

28 ოქტომბერი ოფიციალურად უქმე დღე არის:

საჯარო სექტორის თანამშრომლებისთვის
კერძო ბიზნესებისთვის (თუმცა, შაბათი დღე უწევს და ისინი შაბათ-კვირას მაინც არ მუშაობენ)
სუპერმარკეტებისა და კომერციული მაღაზიებისთვის
თავის მოვლის დაწესებულებებისთვის (სილამაზის სალონები, ესთეტიური ცენტრები და ა.შ)…

onalem

ტესტ