fbpx
საბერძნეთი

ათენში ორი ემიგრანტი დააკავეს – მათ აღმოუჩინეს სხვა პირის საბუთები და 16.600 ევროს ყალბი ბანკნოტები

გავრცელებული ინფორმაციით, ატიკის პოლიციის დეპარტამენტის ოფიცრებმა ორი ემიგრანტი მამაკაცი დააკავეს, რომელთაც რამდენიმე ბრალდება აქვთ. საქმის მასალების მიხედვით, ოპერაცია ათენის ცენტრში ჩატარდა და შედეგად ამოიღეს დიდი რაოდენობით ყალბი ფული და სხვა პირის მფლობელობაში არსებული საბუთები. ბრალდებულები აპირებდნენ, რომ ყალბი ბანკნოტები გამოეყენებინათ და ნელ-ნელა გაევრცელებინათ.

კონკრეტულად, პოლიციამ ამოიღო 16.600 ევროს ყალბი ბანკნოტები, მათ შორის:

66 ყალბი 100 ევროიანი

115 ყალბი 50 ევროიანი

205 ყალბი 20 ევროიანი

38 ყალბი 5 ევროიანი.

ამას გარდა, ისინი ატარებდნენ სხვა პირის კუთვნილებაში არსებულ ბინადრობის ნებართვასა და ფოტოებს, რომლებიც პასპორტებისთვის იყო განკუთვნილი. ასევე, ამოიღეს 4 ტელეფონი.

საქმის მასალების მიხედვით, მამაკაცები კონგოდან და ეთიოპიიდან არიან.

onalem

ტესტ