fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 300 ევროიანი ვაუჩერი კერძო სექტორში დასაქმებულთათვის

ტურიზმის სამინისტრო ახალი გადაწყვეტილების შესახებ იუწყება, რომელიც მოსახლეობის კიდევ ერთხელ დახმარებას და შიდა ტურიზმის წახალისებას გულისხმობს.

საუბარია 300 ევროიან ტურისტულ ვაუჩერებზე, რომლებიც საბერძნეთში კერძო სექტორში დასაქმებულ თანამშრომლებს ეხებათ. ახლა დამსაქმებლებმა თითოეულ თანამშრომელს ეს 300 ევროიანი ვაუჩერი ბონუსის სახით უნდა გადასცეს, წლევანდელი ტურისტული სეზონისთვის.

ამრიგად, კერძო სექტორში დასაქმებულ ხალხს სახელმწიფო, ფაქტობრივად, დაუფარავს მგზავრობისა და ნაწილობრივ კვების ხარჯებს, რომლების საზაფხულო დასვენებას უკავშირდება.

ამ წახალისების შედეგად დიდ ზარალს აიცილებს თავად ტურიზმის სფეროც და აღნიშნულ სექტორში დასაქმებული ხალხი დიდ ინვესტიციას ჩადებს შიდა ტურიზმის გასააქტიურებლად.

 

onalem

ტესტ