fbpx
საბერძნეთი

თოვლი საბერძნეთში დაბლობებზეც და ტემპერატურის ვარდნა მომდევნო 24 საათში – საკის არნაუტოღლუს საგანგებო პროგნოზი

ბერძენი სინოპტიკოსების პროგნოზის მიხედვით, ქვეყანაში ტემპერატურა მომდევნო 24 საათში საგრძნობლად დაიკლებს და მოსალოდნელია, რომ მოთოვოს არა მხოლოდ მთიან რეგიონებში, არამედ დაბლობებზეც კი. ამინდი ნელ-ნელა გაუარესდება და საბერძნეთის ბევრ რეგიონს ძლიერი ქარი დაატყდება თავს.

მეტეოროლოგი, საკის არნაუტოღლუ ავრცელებს საგანგებო პროგნოზს და აღნიშნავს, რომ შაბათ-კვირას საბერძნეთში სუსხი გველოდება, განსაკუთრებით თესალონიკში, უქმეებზე გაძლიერდება თავდაპირველად სამხრეთის, ხოლო შემდეგ ჩრდილოეთის ქარი.

შაბათს ღამით შესაძლოა ითოვოს ზღვის დონიდან არც თუ ისე მაღლა მდებარე ტერიტორიებზე, თუნდაც, თესალონიკსა და ხალკიდიკიში, რაც შეეხება მთიან რეგიონებს, იქ თოვლი შესამჩნევი იქნება.

ჩრდილოეთ საბერძნეთში ამინდის კიდევ უფრო გაუარესება მოსალოდნელია 28 ნოემბრიდან, რომელიც მორიგი ტალღა იქნება.

რაც შეეხება ათენს, მოსალოდნელია რომ ტემპერატურამ დაიკლოს. თუ დღეს დაფიქსირდება 21 გრადუსი, ხვალ კი, 17 გრადუსი, შაბათ-კვირას დაიკლებს 12 გრადუსამდე, რაც საკმაოდ შესამჩნევი ცვლილებაა.

 

onalem

ტესტ