fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მამაკაცს საჭესთან გულის შეტევა განუვითარდა და ოჯახთან ერთად კლდიდან გადავარდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა გარდიკის ტერიტორიაზე მოხდა. 51 წლის მამაკაცი მანქანას მართავდა, რა დროსაც გულის შეტევა განუვითარდა და შესაბამისად, საჭეზე კონტროლი დაკარგა.

არსებული ცნობებით, ის მანქანაში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, ინციდენტის შედეგად კი, ყველანი კლდიდან გადაცვივდნენ. 51 წლის მამაკაცი მანქანიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს, ხოლო მისი ოჯახის სხვა წევრები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმების განმარტებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

onalem

ტესტ