fbpx
საბერძნეთი

“ბერძენმა მესაზღვრეებმა ევროსზე არალეგალი ემიგრანტი მოკლეს” – რას წერს თურქული მედია

თურქულმა გამოცემამ ბერძნულ მხარეს ისევ “დაარტყა”. კერძოდ, თურქული მედია იუწყება, რომ ევროსის საზღვართან ბერძნულმა მხარემ ცეცხლი გახსნა და ამ ყველაფერს არალეგალი ემიგრანტი შეეწირა, ისინი ასახელებენ, რომ საუბარია ავღანელ მამაკაცზე, მაგრამ მომხდარის გარემოებების შესახებ თურქული მხარე დეტალურად არ წერს.

ოფიციალური ათენი აღნიშნულს პასუხობს და კატეგორიულად უარყოფს, რომ ევროსის ტერიტორიაზე საერთოდ რაიმე სროლა განხორციელდა, მითუმეტეს, მათი მხრიდან.

CNN Turk წერს, რომ ბერძენმა მესაზღვრეებმა არა ერთ ადამიანს, არამედ ავღანელ იმიგრანტთა ჯგუფს გაუხსნეს ცეცხლი, შედეგად კი, ერთი გარდაიცვალა, 8 კი დაშავდა. მედია ხაზს უსვამს, რომ ავღანელი მამაკაცი თურქებმა გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა. ამასთანავე დასძენენ, რომ თურქეთში მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული.

onalem

ტესტ