fbpx
საბერძნეთი

“ბონუსები” ვაქცინირებული ადამიანებისთვის საბერძნეთში – რა საკითხები განიხილება?!

საბერძნეთის მთავრობის სპიკერმა, სტელიოს პეცამ, მედიას დაუდასტურა, რომ ქვეყანაში ნამდვილად ისარგებლებენ პრივილეგიებით ვაქცინირებული ადამიანები.

ამ დროისთვის დებატები მიმდინარეობს თემაზე, თუ რა “ბუნუსები” და თავისუფლება იარსებებს მათთვის და როგორც პეცა განმარტავს, საბოლოოდ გადაწყვეტილებები რამდენიმე დღეში მიიღება, მას შემდეგ, რაც პრეიმერი, კირიაკოს მიცოტაკი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები შეიკრიბებიან.

“პრივილეგიების დაწესება საჭიროა მათთვის, ვინც ვაქცინირებულია, რათა არსებობდეს მეტი სტიმული იმ ნაწილისთვის, ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობს და სჯერა შეთქმულების თეორიების. ვინაიდან ამ დროისთვის ვაქცინები ხელმისაწვდომია, სტიმული უნდა მივცეთ ხალხს. 

პრივილეგიის მაგალითი იქნება ის, რომ ვაქცინირებულ ადამიანს ექნება ბევრად მეტი თავისუფლება ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, თქვენ საშუალება გექნებათ მოინახულოთ ისეთი ადგილები, რომლებიც ღია იქნება მხოლოდ ვაქცინირებული ადამიანებისთვის. 

გადაწყვეტილებები ივნისის თვეში მიიღება და სავარაუდოდ, მომევნო თვეში შევა ძალაში,” აცხადებს პეცა.

როგორც პნევმულოგიის პროფესორები აცხადებენ, მეცნიერება ვეღარაფერს გააკეთებს მოსახლეობის დასარწმუნებლად, რადგან მათ თავიანთი თავი ამოწურეს, ახლა ხალხს სხვა მხრივ სჭირდება წახალისება.

ამრიგად, ოფიციალური გადაწყვეტილებები, თუ რა “ბონუსებით” ირსაგებლებენ ვაქცინირებული ადამიანები, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ