fbpx
საბერძნეთი

მამაკაცმა აღმოაჩინა, რომ სახელმწიფოს ვალი 1.491,84 ევრო აქვს, რადგან უბილეთოდ მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმა არ გადაიხადა

შემთხვევა წლების წინ მოხდა, მაგრამ მამაკაცმა ახლა აღმოაჩინა, რომ სახელმწიფოს ვალი აქვს, თანაც 1.491,84 ევრო… დიახ, მის სახელზე ნამდვილად ამ რაოდენობის დავალიანება ირიცხება, მხოლოდ იმიტომ, რომ წარსულში უბილეთობის გამო გამოწერილი ჯარიმა არ გადაიხადა.

ირკვევა, რომ მამაკაცი სულ ორჯერ დააჯარიმეს, რადგან ტრანსპორტს უბილეთოდ იყენებდა. გამოწერილი ჯარიმები ოფიციალურად გატარდა სისტემაში, თუმცა, ის არასოდეს მისულა დაკისრებული 84 ევროს გადასახდელად. შესაბამისად, წლების შემდეგ, საგადასახადო ორგანოს სისტემაში გადამოწმების შედეგად აღმოაჩინა, რომ ვალი 1.491,84-მდე იყო ასული და ისიც გაარკვია, რომ ეს ყველაფერი სწორედ უბილეთობის გამო დაჯარიმებას უკავშირდებოდა.

მამაკაცი აცხადებს, რომ სახლში შეტყობინება დავალიანების შესახებ არასოდეს მისვლია, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო ადრე მიაქცევდა ყურადღებას.

საბოლოოდ, მან პრობლემა მოაგვარა და გადაიხდის განვადების სახით, 74-ჯერ, თითო ჯერზე 20,16 ევროს.

 

onalem

ტესტ