fbpx
საბერძნეთი

“ყველაფერი მხოლოდ დიდი სიყვარულის გამო გააკეთა” – 40 წლის მამაკაცის მამა მედიასთან საუბრობს

31 წლის დორას დღეს ოჯახის წევრები და მეგობრები საბოლოოდ გამოემშვიდობნენ. როგორც უკვე ცნობილია, ქალი 40 წლის მამაკაცმა, საკუთარმა შეყვარებულმა იმსხვერპლა, როდესაც დღისით, შუა ქუჩაში წამოეწია და იარაღიდან ესროლა, შემდეგ სახლში დაბრუნდა და თავი მოიკლა.

მკვლელობა პათოლოგიური ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რადგან დორამ მამაკაცთან ურთიერთობა მისი არაადეკვატური ქცევების გამო გაწყვიტა, ის კი, ამას ვერ ეგუებოდა.

მეორეს მხრივ, მედიასთან მკვლელის მამა საუბრობს და შემდეგ განცხადებებს აკეთებს:

“ძალიან კარგად ვიცი, რა დანაშაულიც მოხდა და თქვენ წარმოგიდგენიათ, რა დაემართა ჩემს ოჯახს მას შემდეგ, რაც ჩემმა შვილმა თავი მოიკლა?! ეს ყველაფერი, რასაც ამბობენ, სისულელეებია. ყველაფერი, რაც მან გააკეთა, გააკეთა მხოლოდ დიდი სიყვარულის გამო. მე ახლა ჩემი ტკივილი მაქვს, შვილი დავკარგე. ამ მომენტში არაფრის თქმა არ შემიძლია. 

რა გააკეთა, მხოლოდ მისმა სულმა იცის. თუ შვილი არ გყავთ, ვერ გაიგებთ, რას ნიშნავს შვილის ტკივილი და ის, რომ ორი წლის მანძილზე ბრმა იყოს. მას ნადირობისას ესროლეს და მხედველობა დაკარგა, ორი წელი ვერაფერს ხედავდა. ასევე არ იცით, რა გამოიარა ცოლთან დაშორების შემდეგ.

მე მამა ვარ და მტკივა. ყველაფერი დასრულდა, ორივე წავიდა და სამართალს ვერსად ნახავთ. ძალიან ვწუხვარ ქალის მშობლების გამო, ჩემი და ჩემი ცოლის გამო. ახლა მინდა შვილი დავმარხო და როცა ამის დრო მოვა, ვისაუბრებ,” ამბობს ის.

onalem

ტესტ