fbpx
საბერძნეთი

ათენში მეტროსადგურები იკეტება: ნახეთ დეტალები

ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამიტის გამო, რომელიც ამ დროისთვის სტავროს ნიარხოს ფონდის კულტურულ ცენტრში იმართება, ათენის გზებზე საგანგებო მდგომარეობაა შექმნილი.

პოლიციის მიერ გაცემული ბრძანებიდან გამომდინარე, 17:00 საათზე დედაქალაქში მეტროს ორი სადგური დაიკეტება. ესენია: “სინდაღმა” და “პანეპისტიმიუ”.

მატარებლები აღნიშნულ სადგურებში გაჩერების გარეშე ჩაივლიან, ხოლო გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ