fbpx
საბერძნეთი

“თქვენ ყოველთვის ბერძნები იყავით” – ადეტოკუნბოს ოჯახი პრეზიდენტის სასახლეში

ვერონიკა და ალექსის ადეტოკუნბოების ნატურალიზაციიდან 1 დღის შემდეგ ოჯახი პრეზიდენტმა თავის სასახლეში მიიწვია. იანის დედა და ძმა უკვე საბერძნეთის მოქალაქეები არიან და როგორც მათ პრეზიდენტმა უთხრა, ისინი ყოველთვის ბერძნები იყვნენ.

“ძალიან მიხარია, რომ აქ ხართ და ასევე, ძალიან მიხარია, რომ ამ განკარგულებას მოვაწერე ხელი. თქვენ ყოველთვის ბერძნები იყავით და ეს, როგორც უჯახმა, უკვე დაამტკიცეთ. თქვენი შვილებით ნამდვილად სამართლიანად ამაყობთ,” უთხრა მათ საკელაროპულუმ.

“დიახ, სწორედ ასეა, როგორც ამბობთ. ყოველთვის ბერძნები ვიყავით. აქ გავიზარდეთ, ბერძნულ სკოლაში დავდიოდით, ბერძნულად ვსაუბრობთ და ვიცნობთ ბერძნულ კულტურას. რაც მოხდა, ეს მხოლოდ ერთი ბეჭდის დარტყმა იყო. ჩვენ ყოველთვის აქ ვიყავით და ეს არის ჩვენი სამშობლო,” უპასუხა პრეზიდენტს მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა კალათბურთელმა.

 

 

onalem

ტესტ