fbpx
საბერძნეთი

უკონტროლო სიტუაცია კუნძულ მიკონოზე – შეუძლებელია დისტანციის დაცვა, არ ატარებენ პირბადეებს

ტურიზმი გაიხსნა, მაგრამ რამდენად უსაფრთხოდ ეს მეორე საკითხია. ვრცელდება კადრები საბერძნეთის კოსმოპოლიტური კუნძულიდან, მიკონოდან, სადაც რთული სათქმელია, რომ ადამიანები უსაფრთხოების ზომებს იცავენ.

ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ასობით ადამიანი ერთმანეთთან ძალიან ახლოს იმყოფება და ვიწრო ქუჩებში ძლივს გადაადგილდებიან. ამას გარდა, არ ატარებენ პირბადეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრ ადგილას მუშაობენ დრონები, რადგან პოლიციას სურს გააკონტროლოს წვეულებები, რომლებიც შესაძლოა კუნძულზე მოაწყონ, რადგან იქ ძირითადად ღამის ცხოვრების მოყვარული ხალხი მიდის.

 

@eirinitiliouΚρατάμε μέτρα ασφαλείας ενάντια του κορονοϊού στην Μύκονο και φοράμε πάντα μάσκα😭#mykonos#mykonosgreece#covid#covidfreefire#corona time #fyn♬ πρωτότυπος ήχος – Eirini Tiliou

onalem

ტესტ