fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში “ოქროს ვიზის” მისაღებად ცვლილება შევიდა – 500.000 ევრო ბინადრობის ნებართვის მისაღებად მიკონოსა და სანტორინზეც

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ცვლილება უკვე ოფიციალურად შევიდა ძალაში “ოქროს ვიზასთან” დაკავშირებით, რომლის მისაღებადაც საბერძნეთში 250.000-დან 500.000 ევრომდე ინვესტიცია უნდა განახორციელოთ. მარტივად რომ ვთქვათ, იმისთვის, რომ საბერძნეთში ბინადრობის ნებართვა მიიღოთ, უნდა შეიძინოთ ქონება, რომელსაც ზემოთ აღნიშნული ღირებულება აქვს, გააჩნია, სად გსურთ თანხის დაბანდება.

კერძოდ, ატიკის რეგიონში, ჩრდილოეთით, სამხრეთითა და ცენტრალურ უბნებში უნდა შეიძინოთ ნახევარი მილიონი ევროს ღირებულების ქონება, რომ მოითხოვოთ საბერძნეთში ბინადრობის ნებართვა. იგივე ლიმიტი მოქმედებს სანტორინზე, მიკონოსა და თესალონიკის მუნიციპალიტეტში.

ეს თანხა სრულად უნდა იყოს გადახდილი ინვესტორის მიერ, სანამ ბინადრობის ნებართვაზე შეიტანს განაცხადს. ხოლო ნებართვას ვადა ექნება მანამდე, ვიდრე ეს კონკრეტული ქონება დარჩება მის საკუთრებაში. საბერძნეთის კანონმდებლობა ამ ადამიანებს არ ავალდებულებს იცხოვრონ ქვეყანაში, ვინაიდან ექნებათ ბინადრობის ნებართვა. საკმარისია ქონება ფიქსირდებოდეს მათ საკუთრებაში და საბუთების შენარჩუნება შეეძლებათ. ამას გარდა, უძრავი ქონების მფლობელებს შეეძლებათ მათი გაქირავება.

ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიებზე “ოქროს ვიზის” მისაღებად საჭირო ლიმიტი რჩება 250.000 ევროზე.

იმისთვის, რომ ამ დრომდე გარკვეულ ეტაპამზე მისულ ინვესტიციებს ცვლილებები არ შეეხოთ, ინვესტორებმა შეძენისა და თანხის გადახდის პროცესი უნდა დაასრულონ 2023 წლის 31 დეკემბრამდე.

onalem

ტესტ