fbpx
ჯანმრთელობა

გულ-სისხლძარღვთა უფასო გამოკვლევები საბერძნეთში 30-დან 70 წლამდე მოქალაქეებს – პროგრამა იანვრიდან იწყება

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საბერძნეთში 30-დან 70 წლამდე მოქალაქეებს იანვრიდან გამოკვლევების უფასოდ ჩატარება შეეძლებათ.

პროგრამის შესახებ ოფიციალური განცხადება გუშინ, 20 დეკემბერს გაკეთდა და მიმდინარე დღეებში ორგანიზებული იქნება ყველა ის დეტალი, რომელიც საჭიროა 2023 წლის იანვრიდან პროგრამის ფუნქციონირებაში შესასვლელად.

საუბარია ანალიზებსა და გამოკვლევებზე, რომლებიც დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან და მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ სრულიად უფასოდ მიიღონ ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ამ მხრივ.

იმისთვის, რომ დანიშნოთ ვიზიტები და აიღოთ მიმართვა ანალიზების გასაკეთებლად, შეგიძლიათ მიმართოთ პირად, ოჯახის ექიმს. ცხადია, აღნიშნული შესაძლებლობით სარგებლობისთვის აუცილებელია გქონდეთ AMKA.

onalem

ტესტ