fbpx
ჯანმრთელობა

“საბერძნეთში კორონავირუსის ეპიდემია დაახლოებით სამ თვეს გასტანს” – პნევმოლოგი და პროფესორი, ნიკოს ძანაკისი

კრეტის უნივერსიტეტის პნევმოლოგიის პროფესორი, ნიკოს ძანაკისი აცხადებს, რომ ჩინეთის მოდელის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საბერძნეთში კორონავირუსის ეპიდემია მაისის თვეში დაიწყებს დაუძლურებას.

ტელეკომპანია Mega-სთან საუბრისას ძანაკისმა განაცხადა:

“ეპიდემიის მრუდი რამდენიმე თვე გასტანს. საბერძნეთში ეს ყველაფერი შეკავებულია იმ ზომებით, რომლებიც სახელმწიფომ მიიღო, მაგრამ კიდევ მეტხანს გაგრძელდება.

იმედი გვაქვს, რომ 15 მაისიდან თვის ბოლომდე ეპიდემიის მრუდი თავის მაქსიმუმს მიაღწევს.”

ძანაკისის თქმით, მაისის ბოლოსთვის ეპიდემიამ უკვე ჩაცხრობა უნდა დაიწყოს, ვინაიდან ის თებერვლის ბოლო რიცხვებში პირველად დაფიქსირდა, მაგრამ ყველაფრის სრული პროგნოზირება შეუძლებელია. საბერძნეთმა წარმოუდგენელი შეძლო ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით და კარგი იქნება, თუ ამ შედეგებს შევინარჩუნებთ.

onalem

ტესტ