fbpx
ჯანმრთელობა

“3-4 წელი დაგვჭირდება, რომ კოვიდის გავლენებს გავუმკლავდეთ” – სოტირის ციოდრას

გამოჩენილმა პროფესორმა, სოტირის ციოდრამ პანდემიის მიმდინარეობასა და უახლოეს მომავალში მოვლენების შესაძლო განვითარებაზე ისაუბრა.

ციოდრამ განმარტა, რომ მუტაციებმა უკვე დიდი ხანია ყველაფერი შეცვალა და ვინაიდან დაინფიცირება ბევრად მარტივად არის შესაძლებელი, ადამიანებმა თავდაცვის ზომებიც უნდა გააძლიერონ.

”დახურულ სივრცეში ვირუსის გადადების შანსი 18-ჯერ მაღალია. ამიტომ მნიშვნელოვანია ჰაერის ხარისხი, ხშირი განიავება და გაზრდილი უსაფრთხოების პირბადეების ტარება.

მუტაციების გავრცელებასა და ზოგადად, მათ გაჩენას, მნიშვნელოვნად უშლის ხელს ვაქცინაცია. აცრების დაწყებიდან მხოლოდ პირველ 5 თვეში 3 მილიონზე მეტი ადამიანის ჰოსპიტალიზაცია ავირიდეთ თავიდან. 

რაც შეეხება მესამე დოზას, ნამდვილად ზრდის უსაფრთხოების დონეს მოსახლეობაში, იმ ნაწილისთვის ყველაზე მეტად, რომელიც მოწყვლად ჯგუფებს მიეკუთვნება.

პანდემიის დასრულების შემდეგ 3-4 წელი დაგვჭირდება, რომ გავუმკლავდეთ იმ გავლენებს, რასაც კოვიდი ახდენს, განსაკუთრებით ჯანდაცვის სისტემაზე,” განაცხადა პროფესორმა.

 

 

onalem

ტესტ