fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: 18 წლის გოგონას თვალებში ქიმიური ნივთიერება შეასხეს

მსგავსი შემთხვევები საბერძნეთში იმდენად მომრავლდა, რომ უკვე დიდი შფოთვის საგანი გახდა.

ირკვევა, რომ კრეტაზე, კისამოს ტერიტორიაზე, 18 წლის გოგონას სახლში დაბრუნებისას უცნობი მამაკაცი დაესხა თავს და თვალებში ქიმიური ნივთიერება შეასხა. არსებული ცნობებით, გოგონამ დროებით მხედველობაც კი დაკარგა და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, რადგან განწირული ყვიროდა და გამვლელთაგან შველას ითხოვდა.

მას ექიმებმა პირველად დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა, ესაჭიროება დამატებითი გამოკვლევები. მას თვალებზე სერიოზული გაღიზიანება აღენიშნება.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია, თუმცა, დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობი რჩება. ის შუახნის მამაკაცია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

onalem

ტესტ