fbpx
კრიმინალი

“ჩვენ პოლიციელები დღემდე შოკში ვართ, 20 წლის მანძილზე ასეთი გულგრილობა არ მინახავს” – ოფიცრების ჩვენება ღლიკა ნერას საქმეზე

შერეულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე ჩვენება მისცეს პოლიციის ოფიცრებმა, რომლებიც ღლიკა ნერაში მდებარე ბინაში მკვლელობის გახმაურების პირველივე წუთიდან იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი ახასიათებს ბაბის ანაგნოსტოპულოს, რომელმაც საკუთარი მეუღლე იმსხვერპლა და მთელ საბერძნეთს წარმოუდგენელი თეატრი დაუდგა, თითქოს, მძარცველები დაესხნენ თავს.

“ბევრი სამსახურის წარმომადგენელი მოვიდა და თითოეულ მათგანს ისე ელაპარაკებოდა და უყვებოდა ამ ამბავს, თითქოს არაფერი მომხდარიყო. მე რომ ეს დამმართვნოდა, ერთხელ მაინც ვიტყოდი: “მეუღლე დავკარგე!”, მაგრამ არა, ანაგნოსტოპულო იმ წუთიდან, რაც წუთიდანაც ჭვმიტანილად სცნეს, სრულიად უემოციო იყო. 20 წლის მანძილზე ასეთი სიმშვიდე და გულგრილობა პირველად ვნახე,” ამბობს ოფიცერი.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც პოლიციელმა ყურადღება გაამახვილა, რომ ბაბი გულგრილობას ავლენდა კაროლაინის ხსენებისას, პილოტმა თქვა: “კმარა. დასრულებულია ეს საქმე”. ანაგნოსტოპულო ისე იქცეოდა, თითქოს კაროლაინი გარდაცვლილი არ იყოს.

“ჩვენ, პოლიციელები, შოკიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვართ, ის კი, ისეთივე მშვიდია, როგორც თავიდან. თითქოს ამბობს: “რაც მოხდა, მოხდა.” რეაქცია არც იმაზე ჰქონია, როცა თავიანთი ძაღლის კადრები ნახა, რომელიც თვითონ ჩამოახრჩო,” აცხადებს ოფიცერი.

onalem

ტესტ