fbpx
კრიმინალი

პოლიციამ ათენში მოქმედი საშიში კრიმინალები დააკავა – ისინი ტყუპი ძმები არიან

საბერძნეთის პოლიცია იუწყება, რომ ათენში მოქმედი საშიში კრიმინალები, რომლებიც სახლებს მდიდრულ უბნებში ძარცვავდნენ, გასულ კვირას აიყვანეს. ისინი ტყუპი ძმები აღმოჩნდნენ და მათ ანგარიშზეა 31 სახლის ძარცვა სამხრეთ გარეუბნებში.

მძარცველების ძირითადი სამიზნე ვულა, ვულიაღმენი, გლიფადა, ალიმოს და კიდევ რამდენიმე უბანი იყო. მათ 31-ივე სახლი მხოლოდ გასულ ივლისში გატეხეს. იპარავდნენ თანხას, ძვირფასეულობას, ტექნიკას და ფაქტობრივად, ყველაფერს, რაც კი ხელში ხვდებოდათ.

მათი დაკავების შემდეგ პოლიციამ უამრავი მოპარული ნივთი და სხვადასხვა მოწყობილობები იპოვა, რომელთა საშუალებითაც კარის საკეტებს ხსნიდნენ.

ორივე მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, თუმცა, ზუსტი ეროვნება ცნობილი არ არის. მათი ნადავლის ღირებულება კი მინიმუმ 136.000 ევროს უდრის.

onalem

ტესტ